Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით მესხიშვილი: 2017 წლის იანვარში ავტოსაგზაო შემთხვევას 48 ადამიანი ემსხვერპლა

28 მარტი, 2017 14:04

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, სხეულის დაზიანება მიიღო დაახლოებით 1400-მდე პირმა.

დავით მესხიშვილის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.
„იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი დაახლოებით 1400 -მდე ადამიანმა მიიღო. სტატისტიკა კვლავ რჩება სტაბილურად უმძიმესი. ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. 2015 წელს რუსეთი და სომხეთი იყო, გზებზე დაღუპული და დაშავებული ადამიანების რაოდენობით. მდგომარეობა საგანგაშოა“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა 

მესხიშვილის განცხადებით გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევები დაბალი ჯარიმითა და გზებზე არსებული „შავი წერტილებით” არის გამოწვეული.

„ჩემი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიზეზები არის რამდენიმე - პირველი ის, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არც ერთი სამსახური არ არსებობს საქართველოში. საპატრულო პოლიცია, რეალურად, რეაგირებას ახდენს მომხდარზე. გარდა ამისა, საპატრულო პოლიცია საჭიროებს თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებას.  ამასთანავე, მომრავლებულია არალიცენზირებული ავტოსკოლები. ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ინფრასტრუქტურის გაუმართაობით და გზებზე „შავი წერტილების” არსებობით. ასეთ ადგილებზე უნდა გადიოდნენ ექსპერტთა ჯგუფები, შეისწავლონ ლოკაციები - ხომ არ არის გარემო ფაქტორის ბრალი, ხომ არ არის განათება არასწორად ან საგზაო ნიშანი, ან მოსახვევი ხომ არ არის მკვეთრი. ჩვენი მოთხოვნებია, გამოსწორდეს აღნიშნული პრობლემები, განახლდეს კანონპროექტის განხილვა”, - განაცხადა დავით მესხიშვილმა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^