Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იაგო კაჭკაჭიშვილი საზმაუს ახალი გადაცემების შესარჩევი კონკურსის კომისიის წევრი იქნება

28 მარტი, 2017 16:49

სოციოლოგიის პროფესორი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი გადაცემების შესარჩევ კონკურსში კომისიის ერთ-ერთი წევრი იქნება. ინფორმაცია „ლიბერალს“ იაგო კაჭკაჭიშვილმა დაუდასტურა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ იქნებიან კომისიის სხვა წევრები. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელმა, თიკო ბერძენიშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, კონკურსთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია პარასკევს გახდება ცნობილი, მანამდე კი კონკურსის კომისიის წევრების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის, ვინაიდან ზოგიერთ მათგანთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

მისივე თქმით, პარასკევსვე გახდება ცნობილი, თუ რა მიმართულებებზე გამოაცხადებს მაუწყებელი კონკურსს და სულ რამდენი გადაცემა შეირჩევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^