Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად

29 მარტი, 2017 12:41

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინასწარი ვერსია უახლოეს მომავალში იქნება მზად, - ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციაზე - „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში" გამოსვლისას განაცხადა. 

„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო რეფორმაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს და დასრულდეს სათანადო შედეგით. მნიშვნელოვანია თავად პროცესი, რომლის საფუძველზეც მზადდება საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე თვითონ ამ ცვლილებების შინაარსი. როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, პარლამენტმა მას დაუსახა ორი ძირითადი მიზანი. პირველი ეს იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, მეორე კი - ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გამომდინარე იმ დოკუმენტის ხარისხიდან, რომელიც მომზადების პროცესშია, შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო კომისია ძალიან ახლოს არის იმ მიზანთან, რომელიც პარლამენტმა დააკისრა.

მისი თქმით, კონსტიტუცია არ არის დოკუმენტი, რომელიც რამდენიმეწლიან პერსპექტივაზეა გათვლილი და ის რისკების პრევენციას გრძელვადიან პერსპექტივაში  უნდა ახდენდეს.

„დღევანდელ კონსტიტუციაში ძალიან უხეში ფორმით დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რაც ხაზგასმით იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის დასკვნაში 2009 წელს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა არის ისეთი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან აგვარიდებს ავტოკრატიის ჩამოყალიბების საქმეს. ის დოკუმენტი, რომელიც ახლა მზადდება საკონსტიტუციო კომისიაში, არა მარტო ახდენს პრევენციას ასეთი საფრთხისა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ რისკს გამორიცხავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^