Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირადი მოხმარების მიზნით ჰაშიშის ფლობაზე პატიმრობას საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

29 მარტი, 2017 15:42

საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილმა კანაფის ფისის (ჰაშიში) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობაზე სარჩელი შეიტანა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ბრალდებულია კანაფის ფისის 0.1315 გრამის  შეძენა/შენახვის გამო.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელიც მოცემულია ნარკოდანაშაულის თავში და ეხება პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ქმედებებს, კანონმდებლის მხრიდან მიმართულია ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების წინააღმდეგ, ცხოვრების წესის იძულებით შეცვლისკენ, მისი ნიჭის, პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარის განვითარების ჩახშობისკენ. ამგვარად კონსტიტუციის მე-16 მუხლის ფარგლებში სახელმწიფოს ეკისრება ნეგატიური ვალდებულება თავი შეიკავოს გაუმართლებელი ჩარევისგან.  

„ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვა ჩანიშნულია 2017 წლის 4 აპრილს და მოსარჩელეს მოქმედი კანონმდებლობით კანაფის მცენარიდან დამზადებული (გამოყვანილი) სპეციალური ნივთიერება კანაფის ფისის 0.1315 გრამის მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვის გამო შეიძლება 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, რაც საბოლოოდ მოსარჩელისთვის, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ შორის იქნება არაპროპორციული და არაადამიანური სანქცია, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, იქნება საბოლოოდ მისი პიროვნულად დამღუპველი რეალობა“, - ვკითხულობთ სარჩელში. 

სარჩელში მიუთითებენ, რომ მცენარე კანაფისგან დამზადებული კანაფისის ფისის ისეთი ოდენობისთვის 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი გამონკლისების გარეშე, როგორც მოსარჩელის შემთხვევაშია, მიუთითებს სასჯელის პირდაპირ არაპროპორციულობაზე, რასაც მოყვება მოსარჩელის კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევა და გამოიწვევს მისთვის არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას და სასჯელს.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დრომოჭმული და გადმონაშთი სისხლისსამართლებრივი საკანონმდებლო წესრიგი „ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში“ (განსაკუთრებით კი მცენარე კანაფის ჯგუფში შემავალი ნივთიერებების შემთხვევაშიც, მითითებული სადავო ოდენობებით) აფერხებს და შეიძლება ითქვას, ანადგურებს პიროვნების: სიცოცხლეს, მომავალს, ჯანმრთელობას, განათლებასა და სამუშაოს ხელმისაწვდომობის ე.ი. პიროვნების განვითარების უფლებას. უფრო მეტიც, უბიძგებს პიროვნების „კრიმინალად“ ტრანსფორმირებას და მისი საზოგადოებისაგან/სოციუმისგან გამორჩევას თანმდევი ნასამართლობის სტატუსით და ჩამორთმეული მთელი რიგი სამოქალაქო უფლებებით.

„არაერთი მაგალითით (მაგ.: მცენარე კანაფთან დაკავშირებული დემურ სტურუას, მამუკა მიქაუტაძეს საქმეები, ახალგაზრდებმა, რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია) დადასტურდა, რომ აუცილებელია სამართლიანობის და თანაზომიერების პრინციპების დაცვა და სისხლისსამართლებრივი დევნაზე მნიშვნელოვანია ადამიანი, როგორც პიროვნება და ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება სხვადასხვა სერვისების მიწოდებით და არა იძულებითი წესებით, როგორიც პიროვნების წინააღმდეგ მიმართული სისხლისსისხლისსამართლებრივი დევნაა“, - წერია სარჩელში.

სარჩელში ასევე ვკითხულობთ, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა 250-ჯერ ნაკლებია ვიდრე 70 გრ. გამომშრალ მარიხუანაში. ხოლო მოხმარების დოზების მიხედვით 0,1315 კანაფის ფისი არის დაახლოებით ერთი დოზა, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა კი არის დაახლოებით 230 (ორასოცდაათი) დოზა, გარდა ამისა ორივე ნივთიერებას ზოგადად ახასიათებს ერთი და იგივე თრობის ეფექტი.

აღნიშნულ საკონსტიტუციო სარჩელში მოსარჩელეს ასევე გასაჩივრებული აქვს „მცენარე კანაფთან" დაკავშირებით არსებული თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. ჩერქეზიშვილი 2014 წელს ასევე ბრალდებული იყო 71,18 გრ. „კანაფის (მცენარე)“ შეძენა და შენახვის გამო.

მოსარჩელეს სარჩელში მოყვანილი აქვს რომ გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მცენარე კანაფის მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შენახვასთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივი სასჯელების დაკისრების არაპროპორციულობაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^