Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა ოფიციალურად დაიწყო

29 მარტი, 2017 18:07

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა, რითაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა დაიწყო. 

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ევროკავშირს  მიმართა, რაც ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად, ნიშნავს ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობები იქნება შეთანხმებული. ტერეზა მეის ექვსგვერდიანი წერილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს  ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ტიმ ბაროუმ გადასცა. 

„ბრექსითის“ პროცედურის დაწყებას ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მომენტი უწოდა, „რომელიც აღარასდროს განმეორდება“.

დონალდ ტუსკის შეფასებით კი, არ არსებობს მიზეზი, იმისათვის, რომ ამ დღეს „ბედნიერი“ უწოდოს. 

„არ არსებობს მიზეზი იმისათვის, რომ ეს დღე შევაფასო, როგორც ბედნიერი დღე, არც ბრიუსელის და ბრიტანეთის, არამედ მთლიანად ევროპელებისთვის. არ არის ბედნიერი დღე რეფერენდუმში მონაწილე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ევროკავშირში დარჩენა ისურვეს. რა უნდა დავამატო? ჩვენ უკვე გვენატრებით“ - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, დარჩენილი 27 წევრი უფრო მტკიცე და ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი 9 თვის წინ გამართა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^