Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენმა „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში“ დისკრიმინაცია დაადგინა

29 მარტი, 2017 17:54

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში“ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და 22 მარტს აკადემიას განსხვავებული მოსაზრების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის ცნობით, განმცხადებელს კალათბურთის აკადემიაში დასაქმებაზე უარი უთხრეს, რადგან მან თავის ფეისბუკის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა აკადემიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ზაზა ფაჩულიას მეგობრის, ლევან კობიაშვილის შესახებ

„სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს კალათბურთის აკადემიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მან თავის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა აკადემიის დამფუძნებლის და დირექტორის ზაზა ფაჩულიას მეგობრის, ლევან კობიაშვილის შესახებ.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“, - წერია ომბუდსმენის განცხადებაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^