Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თავისუფალი გაკვეთილების“ საკონკურსო კომისიები დაკომპლექტდა

29 მარტი, 2017 18:39

„თავისუფალი გაკვეთილების“ ახალ პროექტზე საკონკურსო განცხადებების მიღების ვადა 31 მარტს იწურება. უკვე დაკომპლექტდა ორი ტიპის საკონკურსო კომისია - მცირე და დიდი კონტინგენტიანი სკოლებისთვის. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, ლალი კალანდაძემ „ლიბერალს“ უთხრა, კომისიის წევრები სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები და თანამშრომლები არიან. როგორც სამინისტროში განაცხადეს, მათი ვინაობა არ საჯაროვდება.

ლალი კალანდაძის თქმით, კონკრეტული ვადა, თუ რა დროში განიხილავენ მიღებულ განცხადებებს, განსაზღვრული არ არის, ეს დამოკიდებულია განცხადებების რაოდენობაზეც. „თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი გაკვეთილები ამ სემესტრშიც უნდა მოესწროს და მომდევნოშიც, ბუნებრივია, სწრაფად იმუშავებს კომისია“,- თქვა მან. 

მისივე თქმით, როგორც კი დასრულდება განცხადებების მიღება, კომისია მეორე დღესვე - უკვე 1 აპრილიდან დაიწყებს განხილვას.

სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილებისთვის“ მცირე გრანტებს გასცემს, რისთვისაც ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„თავისუფალი გაკვეთილებისთვის“ თითოეული პროექტის ხანგრძლივობა სამი თვე იქნება. პედაგოგმა „თავისუფალი გაკვეთილი“ კვირაში ორჯერ უნდა ჩაატაროს. გაკვეთილზე დასწრება თავისუფალი იქნება; ასევე, თავისუფალია პედაგოგის არჩევანი, რომელ საგანში ჩაატარებს „თავისუფალ გაკვეთილს“. 

აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები: სპორტული აქტივობა;  წიგნიერების განვითარება;  კულტურა/ხელოვნება; ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.

„თავისუფალი გაკვეთილები“ დაფინანსდება სამინისტროს გრანტის ფარგლებში, რომლის მიმღები იქნება სკოლა. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს არა უმეტეს 3 000 ლარს, რომელიც განაწილდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე.

2017 წელს „თავისუფალ გაკვეთილებში“ ჩართულები იქნებიან  VII-VIII კლასის მოსწავლეები. სპორტული მიმართულების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებში აქტივობები გაწერილი  უნდა იყოს არა უმეტეს 40 საათზე, ხოლო დანარჩენ  მიმართულებებში - არა უმეტეს 20-20 საათისა.

„თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტზე კონკურსი გამოცხადდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^