Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: პაკელიანმა დაზიანებები წაქცევის დროს მიიღო, მას პოლიციასთან პრეტენზიები არ აქვს

31 მარტი, 2017 10:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შოთა პაკელიანმა, რომლის ოჯახიც და ადვოკატიც გუშინ „ლიბერალთან" საუბარში განმარტავდა, რომ ბრალდებულს პოლიციამ სცემა და „ბიო" ჩაუდო, დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. სამინისტროს განმარტებით, ამას ბრალდებული ადასტურებს და მას პოლიციის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია. 

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.

„მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა პ., რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები. პოლიციამ, შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „ბიო“ ამოიღო. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში შოთა პ.-მ მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. „ბიო“ ჰქონდა გადაყლაპული" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

მათივე განმარტებით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა.

გუშინ „ლიბერალთან" საუბარში პაკელიანის მამამ და ადვოკატმა განაცხადეს, რომ ბრალდებულს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში სამი დღის განმავლობაში, უგონო მდგომარეობაში იწვა. 

ბრალდებულის ადვოკატი ზურა თოდუა „ლიბერალთან“ საუბარში ჰყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცემის აშკარა ნიშნები აღენიშნება, ხოლო თავად ის ფაქტი, რომ მას სცემეს, ისან-სამგორის პოლიციის განყოფილებაში მისულმა პირებმა კამერით გადაიღეს, სადაც ისმის, თუ როგორ ითხოვს იგი პოლიციელებისგან, რომ არ დაარტყან.

ბრალდებული პოლიციას „ბიოს" ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^