Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს 1-ლი მოსმენით მხარი დაუჭირა

31 მარტი, 2017 14:10

 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი ცვლილებათა ოთხ ძირითად ბლოკს ითვალისწინებს, რაც, როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, უფრო ეფექტიანად დაიცავს სტუდენტთა უფლებებს და უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში მათ თანაბარ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

უფრო კონკრეტულად კი, ცვლილებათა პირველი ბლოკის მიზანია, ყველა სტუდენტს მიენიჭოს პირდაპირი წესით არჩევის უფლება, არა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში), არამედ უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოებშიც.

ცვლილებების მეორე ბლოკის მიხედვით, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის ყველა სტუდენტს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის - მიეცემა უფლება, აირჩიონ უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოსა (სენატში) და ფაკულტეტის საბჭოებში პროპორციული გადანაწილების წესით  (არანაკლებ ერთი წარმომადგენლისა).  

მესამე ბლოკის მიხედვით, ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება, თანაბარი წვდომა ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების განსახორციელებლად.

დაბოლოს, ცვლილებების მეოთხე ბლოკით, სტუდენტთა მთავარი წარმომადგენლობითი გაერთიანებების ალტერნატივების ზოგადი დეფინიციების, მიზნებისა და არჩევის წესის, დეტალური განსაზღვრა უნივერსიტეტის დონეზე უნდა მოხდეს.  კანონპროექტი სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას არ ითვალისწინებს. უნივერსიტეტის დონეზე შენარჩუნდება ერთი წამყვანი სტუდენტური ორგანიზაცია, თუმცა მოხდება მისი მეტად დივერსიფიცირება. როგორც მარიამ ჯაში განმარტავს, წამყვანი სტუდენტური ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია სტუდენტების უფლებების დაცვა და ამ საკითხთან დაკავშირებული საქმიანობა იქნება. 

კანონპროექტის ავტორი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშია.

ცვლილებათა პროექტი პარლამენტში 7 მარტს დარეგისტრირდა, რის შემდეგაც სტუდენტურმა მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დატოვა. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 2016 წლის 23 ნოემბერს დაიკავა. მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტის კორპუსს იქამდე არ დატოვებდნენ, სანამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი პარლამენტში არ დარეგისტრირდებოდა.

სტუდენტური ცხოვრება რეფორმის მოლოდინში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^