Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► რა ხდებოდა პოლიციის სამმართველოში შოთა პაკელიანის დაკავების შემდეგ

31 მარტი, 2017 16:56

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ" „ლიბერალს" 23 მარტს, ისან-სამგორის პოლიციაში გადაღებული ვიდეო მიაწოდა, სადაც შოთა პაკელიანი დაკავების შემდეგ მიიყვანეს. 

შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს. 

ვიდეოში ისმის, რომ პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირები ამბობენ, „რატომ ყვირის?", „რატომ გყავდათ სასწრაფო?".

„ამ ვიდეოზე აღბეჭდილია, თუ რა ვითარება იყო განყოფილებაში დაკავების დროს. პოლიციელების გადაადგილება არის დაფიქსირებული. ასევე ისმის ხმა, შველას რომ ითხოვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ეს ადასტურებს დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს, თუ რა ვითარება იყო დაკავების ადგილზე რეალურად" - ამბობს „ლიბერალთან" საუბარში „თეთრი ხმაურის მოძრაობის" იურისტი გიორგი მახარაძე.

პაკელიანი 23 მარტს სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულმა დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. 

შსს: პაკელიანმა დაზიანებები წაქცევის დროს მიიღო, მას პოლიციასთან პრეტენზიები არ აქვს

ბრალდებული პოლიციას „ბიოს" ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს

თეთრი ხმაური: პაკელიანს პოლიციამ სამედიცინო დახმარების მიღების დროული შესაძლებლობა არ მისცა


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^