Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: ვფიქრობთ, გაკვეთილების ცხრილი შედარებით განვტვირთოთ

03 აპრილი, 2017 11:39

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობა დაწყებულია. 

„ჩვენ გვინდოდა, რომ წელს შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები და მომავალი წლიდან უკვე დაბეჭდილ წიგნებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი, ეს არის ერთი მიმართულება, დიდტანიანი სახელმძღვანელოები გაიყოფა ორ ნაწილად“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია და საჭიროა, რომ ცხრილი განიტვირთოს. 

„გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი შეძლებისდაგვარად, შედარებით განვტვირთოთ. რამდენი იქნება მაქსიმალური გაკვეთილი ჯერ არ ვიცით, ამაზე სპეციალისტები მუშაობენ. ეს ყველაფერი მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება“- განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^