Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სირიაში ქიმიურ თავდასხმას 58 ადამიანი ემსხვერპლა

04 აპრილი, 2017 19:55

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 11 ბავშვია. ქიმიური იარაღით თავდასხმა იდლიბის ჩრდილოეთ პროვინციაში მოხდა და  ამაში სირიის მთავრობას ადანაშაულებენ. როგორც Reuters წერს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროვინციაში მყოფი მონიტორინგის ჯგუფები და მედიცინის მუშაკები და მაშველებიც ადასტურებენ. 

სირიის მთავრობის წარმომადგენლები და სამხედრო პირები კატეგორიულად უარყოფენ სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას. 

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, თავდასხმა სირიის სამხედრო თვითმფრინავებიდან განხორციელდა, რის შედეგადაც ადამიანებს ქიმიური იარაღის მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათი თქმით, დაღუპული ბავშვების ასაკი, ძირითადად, 8 წლის ქვემოთაა. 

იდლიბის ჯანდაცვის ორგანოს წარმომადგენლის თქმით, მოწამლულია 300-ზე მეტი ადამიანი, რის გამოც პროვინციის საავადმყოფოები გადატვირთულია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^