Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: სურსათის უვნებლობის სფეროში მიღებული სამართლებრივი აქტები გამოწვევად რჩება

05 აპრილი, 2017 19:42

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2014-2016 წლის ევროკავშირ­-­საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას ეხება, საუბარია სოფლის მეურნეობის საკითზეც, ამ დარგში შესრულებულ თუ შეუსრულებელ ვალდებულებებზე.

ანგარიშის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტის ხელშეწყობის მიზნით,  2015 წელს მიიღეს რამდენიმე სამართლებრივი აქტი. რომლებიც ეხება ცხოველთა დაა­ ვადებების კონტროლს, ქიმიური საშუალებების განთავსებას ბაზარზე და სხვა სა­კითხებს.  

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს მიიღეს სამი სამართლებრივი აქტი სურსათის უვნებლობის სფეროში. თუმცა უმთავრეს გამოწვევად რჩება ამ სამართლებლივი აქტე­ბის განხორციელება. ასევე ნათქვამია, რომ ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებსა და მწარმოებლებს იშვითად აწვდიან ინფორმაციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესახებ, რის გამოც ეს მოთხოვნები ხშირად უარყოფილია

„მართალია, სურსათის უვნებლობის სტრატეგია  2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის კომპონენტს წარმოადგენდა, მაგრამ განხორციელება გადაიდო საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირე­ბამდე და იგი 2016 წლის სამოქმედო გეგმაში საერთოდ არ იყო გათვალისწინე­ ბული - ნათქვამია ანგარიშში.

სოფლის მეურნეობით დაკავებულთათვის ფინანსური რესურსების ხელმი­ საწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2015 წელს, შეღავათიანი სასოფლო-­სა­ მეურნეო საკრედიტო სქემების მეშვეობით, გაიცა 143,737,982 ლარის ღირე­ ბულების 3,482 სესხი და 37,101,511 აშშ დოლარის ღირებულების 436 სესხი, რაც 2016 წელს შემცირდა. თუმცა, საქართველოს ფერმერთა მე-2 კონგრესის თანახმად, ამ სესხებთან წვრილ ფერმერებს შეზღუდული წვდომა აქვთ. 

გაუმჯობესდა ლაბორატორიები, თუმცა როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოს ფერმერთა მე-2 კონგრესმა ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა და ხარისხი გამოყო, როგორც ფერმერების მიერ დასახელებული ერთ­-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^