Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი: 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა

06 აპრილი, 2017 11:51

„2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, რაოდენობრივად, იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებულია 14 200 000 ბოთლი ღვინო, რაც თანხობრივად 77%-იან ზრდას შეადგენს.

„ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი მაჩვენებელია. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის ჩართულობითაც „ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე კეთდება არა მხოლოდ ღვინის ექსპორტის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე გაგრძელდეს, რადგან სოფლის მეურნეობა არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყოფაზე ყველაზე მეტი სოციალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის ექსპორტის მეტი კოორდინაციის თხოვნითაც მიმართა, რადგან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე „ქართველი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^