გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან 30 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება - შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
გირაოს გადახდის ვადად რჩეულიშვილს 10 დღე განესაზღვრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას პასპორტი ჩამოერთმევა.
რჩეულიშვილს ბრალი სს კოდექსის 182-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.