Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეიმი ში: NATO-ს მიერ საქართველოს დახმარება უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და არა ქველმოქმედება

06 აპრილი, 2017 19:56

„NATO-ს მხრიდან საქართველოს დახმარება არ არის ქველმოქმედება და სულგრძელობა, ეს არის უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა მოკავშირე ქვეყანაში. საქართველოს წარმატება ნიშნავს უფრო უსაფრთხო ევროპული გარემოს უზრუნველყოფას, სადაც ყველა დაცული იქნება - ამის შესხაებ ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმი შიმ „NATO-სა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, NATO არ არის ორიენტირებული მხოლოდ წევრი ქვეყნების დაცვაზე, ამასთან, ალიანსის უსაფრთხოების მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება მასსა და რუსეთს შორის მოქცეული [აღოსავლეთ ევროპის] ქვეყნების ბედი.

„... ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, იქნებიან თუ არა ეს ქვეყნები უფრო დემოკრატიულები, დასავლეთისკენ ორიენტირებულნი, ინტეგრირებულნი ევროატლანტიკურ ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში“ - თქვა ჯეიმი შიმ.

მისი თქმით, NATO-სთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო ინტერვენციისთვის, არამედ ჰიბრიდული ომისთვის მზადყოფნაც, რომელიც, განსხვავებით სამხედრო სცენარისგან, ყოველ დღე მიმდინარეობს.

„საქმე ის არის, თუ როგორ განვჭვრეთ მოვლენებს, როგორი რეაქცია გვექნება მათზე ისე, რომ სამხედრო დაპირისპირება ავიცილოთ თავიდან“ - თქვა შიმ.

მისი თქმით, საქართველო NATO-ს პარტნიორი ქვეყნების ტოპ ხუთეულშია და მას გაძლიერებული შესაძლებობების პარტნიორიად მოიხსენიებენ, რაც აღიარებაა იმ წვლილისა, რომელიც საქართველომ NATO-ს მისიების მხარდაჭერაში შეიტანა.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ დაცვის რა გარანტიების მიცემა შეუძლია NATO-ს საქართველოსთვის, თუკი რუსეთის აგრესია გაძლიერდება, ში პასუხობს, რომ ალიანსი ვერ აამოქმედებს ხელშეკრულების მე-5 მუხლს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალიანსი ინდიფერენტული იქნება არაწევრი ქვეყნების მიმართ.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია წვრთნების, პოლიტიკური მხარდაჭერის, წევრობის პერსპექტივის შეთავაზების გზით, რუსეთზე წნეხის მეშვეობით, რათა ეს უკანასკნელი საკუთარ ქმედებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს“ - თქვა შიმ.

„NATO-სა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა“ „NATO-ს დღეების" ფარგლებში პროექტი „ხაზზეა NATO” დაიწყო, რომელიც  NATO-ს შტაბბინიდან ექსპერტებისა და მაღალი თანამდებობის პირების ონლაინ-კონფერენციების მეშვეობით ჩართვას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

კობახიძე: „რუსთავი 2-ის" საქმე ადასტურებ ...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ტრიბუნიდან გამოე ...
19 აპრილი
19 აპრილი

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი აძლ ...

არასამთავრობო ორგანიზაციები ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ეხმაურები ...
19 აპრილი
19 აპრილი

ხაბეიშვილი: დეპუტატ ოდიშარიასგან თაბორის ...

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის თაბორის მთაზე ტერიტორიის ადგ ...
^