Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების ჭრა შეჩერდა

07 აპრილი, 2017 17:06

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების ჭრა შეჩერდა. „ლიბერალის" კორსპონდენტის ცნობით, ჭრა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ადგილზე „პარტიზანი მებაღეები" და მერიის ხედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. 

„პარტიზანმა მებაღეებმა" ხეების ჭრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გააპროტესტეს. მათი თქმით, ადგილზე დიდი სამშენებლო სამუშაოებია დაგეგმილი, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლებიც ეწინააღმდეგებიან. 

„პარტიზანული მებაღეობის" გვერდზე ადგილობრივი მოსახლეობის შეტყობინება შემოვიდა, რომ ხეებს ჭრიდნენ. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 1 წლის წინ ვაპროტესტებდით ჭრას და შევაჩერეთ კიდეც. როცა აქ მოვედით, მერიის ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურების წარმომადგენლები უკვე აქ იმყოფებოდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჭრა გაგრძელდა. ჭრის პროცესი ცოცხალი ძალით შევაჩერეთ. სამუშაოები ძველი ნებათვის საფუძველზე ხორციელდება, როცა ბიძინა გიორგობიანი იყო გამწვანების სამსახურის უფროსი. არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად ვალიდურია დღეს ეს ნებართვა" - ამბობს „პარტიზანი მებაღე" ანი ქავთარაძე. 

კიდევ ერთი აქტივისტი, მარიამ ბაქრაძე „ლიბერალთან" საუბარში აღნიშნავს, რომ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მის თვალწინ მოჭრეს ჭადრის მოზრდილი ტოტი. მისი თქმით, ადგილზე მისულს უთხრეს, რომ ხეებს კი არ ჭრიდნენ - ბელავდნენ, რაც საკრებულოს დადგენილებით ასევე აკრძალულია. 

„ლიბერალი" ეცადა, მერიაში გაერკვია, თუ რომელი ნებართვის საფუძველზე ხორციელდება აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები და რამდენი ხნის მოჭრაზე/გადაბელვაზეა ნებართვა გაცემული. მერიაში აცხადებენ, რომ თუკი კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტენ, დაგვიკავშრდებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარ ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აირჩიეს. მოსამართლეებმა მხარი გიორგი მიქაუტაძის კ ...
24 ივნისი
24 ივნისი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი მოსა ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ოთხი  მოსამართლე წევრი აირჩიეს. ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ ...
24 ივნისი
24 ივნისი

LIVE: შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! ...

შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! - შშმ პირები აქციას მართავენ. აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ა ...
^