Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბუკია: ნარკოტიკის მოხმარების შეთავაზება, გადაცემა ბევრად მკაცრად უნდა ისჯებოდეს

11 აპრილი, 2017 15:17

დეპუტატ გიგა ბუკიას აზრით, ნარკოტიკის მოხმარებაზე დაყოლიება, შეთავაზება და გადაცემა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებულ მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

მისი თქმით, ვინაიდან განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში ინტერესი დიდია როგორც თამბაქოს მოხმარებაზე, ასევე ნარკოტიკის, ბუკიას მიაჩნია, რომ ნარკოტიკის შეთავაზება უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს.

„შეთავაზება ან ჩათრევა, ვინაიდან ეს არის ძირითადად ძალიან მარტივად, სიგარეტს ეწევა და შენც რომ გასინჯო... ყველა კვლევამ გვიჩვენა, რომ ახალგაზრდებში ინტერესი დიდია თამბაქოს მოხმარებაც და მარიხუანის მოწევაც ხელმისაწვდომი ხდება. მე მექნება შეთავაზება, წინადადება, რომ ხომ არ ვიფიქრებდით მომავლისთვის, შეთავაზება ან ჩართვა, არამხოლოდ არასრულწლოვნისთვის, გადაცემაც კი გასაღების მიზნის გარეშე იყოს ბევრად მკაცრად დასჯადი. გადაცემისთვის და არა გასაღებისთვის და მხოლოდ იმისთვის რომ ფინანსური მოგება ნახოს. თუ ადამიანს თვითონ უნდა თავისთვის, მოიხმაროს, მაგრამ სხვაზე გადაცემას და აგიტაციას ამ მიმართულებით გარკვეულწილად ხელს შეუშლიდა“, - განაცხადა ბუკიამ.

კომიტეტის სხდომაზე მან ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანასთან დაკავშირებით და მას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას მე პირადად არ ვეთანხმები, ეს არის 100 ღერი მოსაწევად გამზადებული ნარკოტიკი. 70 გრამი შეიძლება ცოტა რაოდენობა  ჩანდეს, მაგრამ მოსახლეობამაც რომ იცოდეს და ჩვენც გავიაზროთ, 100 ღერი მზა ნარკოტიკი ედოს ჯიბეში და თქვას, რომ ეს ჩემთვის მინდა. 70 გრამიდან 80, 100,120 ღერი გამოდის, გააჩნია ნარკოტიკის სიძლიერეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, მაგრამ ამას ვერსაით ვერ წაუვალთ“, - განაცხადა ბუკიამ.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, სსკ-ის 272-ე მუხლი ისედაც სრულიად საკმარისად მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. „ამაზე მეტად რა შეიძლება რომ გაიზარდოს, არ ვიცი, საკმარისად მძიმე სანქციებია ისედაც“, - განაცხადა მან.

სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლი ნარკოტიკის მოხმარებაზე დაყოლიებას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 10 წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^