Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანიის პოლიციამ „ბორუსიის“ ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა

12 აპრილი, 2017 17:02

გერმანიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც გუშინ დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსის აფეთქებაში არიან ეჭვმიტანილები. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი კავშირში არიან ისლამისტებთან. გერმანიის პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. 

აფეთქების ადგილთან ახლოს იპოვეს წერილი, რომლის შინაარსიც ეხება ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტსა და სამხედრო ოპერაციებს სირიაში. პოლიცია მუშაობს, რომ დაადგინონ, არის თუ არა წერილი ნამდვილი. გერმანული გაზეთის Sueddeutsche Zeitung-ის ცნობით, წერილი იწყება ფრაზით - „ალაჰის სახელით“. გამოცემის ცნობით, შინაარსი ასევე ეხება კოალიციის ძალების ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამავე მედიის ცნობით, შესაძლებელია, წერილი გამოძიების შეცდომაში შეყვანის მიზნით იყო დატოვებული.

გუშინ გერმანული საფეხბურთო კლუბის დორტმუნდის „ბორუსიის“ ავტობუსი აფეთქდა. საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მიდიოდა. დორტმუნდის „ბორუსიასა“ და საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მეოთხედფინალური თამაში  უნდა გამართულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ფეხბურთელი, მარკ ბარტრა. BBC-ის ცნობით, მას ოპერაცია გაუკეთეს. სხვა ფეხბბურთელები და კლუბის წევრები არ დაშავებულან.

უეფას გადაწყვეტილებით გუშინ თამაში მომხდარის გამო გადაიდო და ის დღეს 20:45 წთ-ზე დაიწყება.

პოლიცია „ბორუსიის“ ავტობუსის აფეთქებასთან ექსტრემისტების შესაძლო კავშირს იძიებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^