Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბანკის პასუხი აბაშიძის ქუჩაზე ძაღლის სიკვდილთან დაკავშირებით

13 აპრილი, 2017 12:54

11 აპრილს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკთან“ გასეირნებისას ტროტუარზე ძაღლი მოკვდა. მომხდარის ამსახველი ფოტო Facebook-ზე გიორგი ბარამიძემ, გაავრცელა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ძაღლი დენის დარტყმით მოკვდა იმ კაბელთან შეხებისას, რომელიც „საქართველოს ბანკს“ უკავშირდება. „საქართველოს ბანკში“ კი „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ მომხდარის შემდეგ სერვისცენტრის პერიმეტრი საფუძვლიანად შემოწმდა და დადგინდა, რომ დამიწების კონტური, შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით არის გამოტანილი. 

„აბაშიძის ქუჩაზე, საქართველოს ბანკთან სავარაუდოდ დენმა დაარტყა ძაღლს და ადგილზე მოკლა. მაგ ადგილას ბევრჯერ დაურტყია ძაღლისთვის და ბანკის ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო, ზომებიც მიღებული ჰქონდათ. ეტყობა, არასაკმარისი აღმიჩნდა“, - ამბობს  ბარამიძე

მსგავს შემთხვევაზე ადგილობრივი ნინო გიორგაძეც საუბრობს. მისი თქმით, გასეირნებისას ძაღლს დენმა დაარტყა, მას შემდეგ, რაც ბანკის თანამშრომლებს მომხდარის შესახებ ამცნო, ბანკში განუცხადეს, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„ძაღლი პარკიდან მომყავდა, იმ ადგილზე რომ გავიარე, ძაღლმა ტკივილისგან დაიყეფა, სწორედ იმ ადგილზე, სადაც გუშინ ძაღლი მოკვდა. შემდეგ მეგობარმაც მითხრა, რომ ამ ადგილზე გავლისას მის ძაღლსაც იგივე რეაქცია ჰქონდა. რომ დავათვალიერე, ბანკომატიდან კედელთან კუთხეში გამოყვანილია მავთული და მიერთებულია რკინაზე, რომელიც ტროტუარს კვეთს და ისე არის ჩაფლული ფილებს შორის, რომ ოდნავ ჩანს, მერე კი მიწაშია ჩაფლული. ერთი კვირის წინ ბანკში ამ ამბის შესახებ ვუთხარი, რომ თქვენს ბანკომატს, მგონი, დენი გადააქვს-მეთქი, მათ მითხრეს, რომ ამის შესახებ დაგვირეკეს არაერთხელ და გვითხრესო. იყვნენ სპეციალისტები მოსულები და გამოასწორეს ყველაფერიო.“, - ამბობს ნინო გიორგობიანი

11 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს,ადგილზე მოვიდნენ „თელასის“ წარმომადგენლებიც.

„ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, რომ შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ამიტომ გამოძიება არ დაწყებულა.

„რადგან ძაღლის წამება, ან ცემა ან რაიმე მსგავსი დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, ანუ ეს იყო უბედური შემთხვევა, შესაბამისად, ჩვენი ქვემდებარე, რომ გამოძიება დაგვეწყო, ვერ იქნებოდა“, - განაცხადეს შსს-ში

„თელასში“ კი ამბობენ რომ აბაშიძის N72-ში 11 აპრილს უკვე მეორედ გამოიძახეს ტექნიკური ჯგუფი, პირველად კი 17 მარტს. „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ „თელასის“ ქსელი არ იყო, საქმე ეხება შიდა ქსელს, ამიტომ მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი მომსახურების წესიდან გამომდინარე, „თელასის“ ჯგუფს ადგილზე სამუშაოები არ ჩაუტარებია.

„17 მარტს შემოვიდა პირველი შეტყობინება, როდესაც ჩვენები ადგილზე მივიდნენ, პატრულიც იყო გამოძახებული, დავადგინეთ, რომ ეს ჩვენი ქსელი არ იყო და საქმე ეხება შიდა ქსელს, შიდა მეურნეობას და შიგნიდან არის გამოყვანილი კაბელიც, ამას ჩვენ ექსპლუატაციას არ ვუწევთ.

ამ სამუშაოებს არ ვახორციელებთ. ეს არის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი მომსახურების წესების შესაბამისად. მომხმარებლის შიდა ქსელზე პასუხისმგებლობა ეკისრება თვითონ მომხმარებელს და ჩვენ როდესაც პირველ შემთხვევაზე გამოგვიძახეს, იქაც ჩვენმა თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ეს არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ, სავარუდოდ, დამიწების შიდა კონტური არის შესაცვლელიო. რაიონის უფროსი თავად ესწრებოდა, როდესაც  პატრულმა შეადგინა იქ ოქმი და გაფრთხილებაც მისცა, ბანკის წარმომადგენელებმა კი - ტექნიკური სამსახური ამ საკითხს მიხედავსო.  გუშინაც გამოიძახეს ჩვენი წარმომადგენლები, მივიდნენ და გაუმეორეს იგივე, რომ ჩვენ ამას ექსპლუატაციას არ ვუწევთ“, - განაცხადეს „თელასში“

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ სერვისცენტრის პერიმეტრი შემოწმდა; დადგინდა, რომ ბანკის სერვისცენტრიდან ელექტროდენი არ გადადის და დამიწების კონტური სტანდარტების დაცვით არის გამოტანილი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ძალიან სამწუხარო შემთხვევას, რომელიც დაფიქსირდა გუშინ საღამოს, აბაშიძის N 72/12 - ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველ რიგში, თანავუგრძნობთ ძაღლის პატრონს - სრულებით გვესმის, რამდენად მძიმეა ეს დანაკარგი. ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება და საფუძვლიანად შევამოწმეთ როგორც სერვისცენტრის პერიმეტრი, ისე მთლიანად სერვისცენტრი. სრული პასუხისგმებლობით ვაცხადებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრიდან ელექტროდენი არ ჟონავს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერვისცენტრში მდებარე ბანკომატიდან გამოდის დენის კაბელი, არ შეესაბამება სიმართლეს. გარეთ გამოტანილია დამიწების კონტური, შესაბამისი სტანდარტებისრული დაცვით და ელექტროდენს არ ატარებს. საქართველოს ბანკისთვის უმთავრესია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რის მონიტორინგსაც მუდმივად ვაწარმოებთ“, - აცხადებს „საქართველოს ბანკი“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^