Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურის მინისტრი: ფინანსების თვალსაზრისით ყველაზე მეტი ყურადღება თეატრს ეთმობა

13 აპრილი, 2017 12:13

ვერ გავიზიარებ პრეტენზიას იმ საკითხზე, რომ თეატრს ნაკლები ყურადღება ეთმობა. ფინანსების თვალსაზრისით, ყველაზე მეტი ყურადღება - კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის 33%, - ამ სფეროს ექცევა - განაცხადა კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

მისი განმარტებით, სამინისტრო ცდილობს ოპტიმიზაციას, რის ფარგლებშიც არა მხოლოდ თეატრებს, არამედ სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის ყველა იურიდიულ პირს 10%-იანი შემცირება შეეხო, ცენტრალურ აპარატს კი 20%-ით შეუმცირდა ბიუჯეტი. 

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მღელვარება გამოიწვია ამან. ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურა ყოფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარეშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ ის, პრაქტიკულად, 400-ლარიანი ხელფასის გამო, შიმშილობს. ვწუხვარ, რომ კონკრეტულ ადმიანზე მიწევს საუბარი და არა ზოგადად სისტემურ რეფორმაზე, მაგრამ ამან გადააჭარბა ყველანაირ ზღვარს. ეს არის ამბავი, რომელსაც საზოგადოება პირდაპირ შეცდომაში შეჰყავს. არავითარ 400-ლარიან ხელფასზე, საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტ ხელფასს იღებს, როგორც მარჯანიშვილის ისე, თუმანიშილის თეატრებში. ასევე არის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი პირველ არხზე და კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ფონდი „ქართუს“ გრანტისგან. მე არ მესმის, რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როცა გულისამაჩუყებელი ისტორია მოჰყვა პირდაპირ ეთერში. 5-ჯერ მეტი გამოდის ჯამურად თვეში შემოსავალი. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ინფორმაციას, თუ პროვაკაციას, საზღვარი არ აქვს და იძულებული ვარ, ამაზე ვილაპარაკო" - თქვა კულტურის მინისტრმა. 

მისი თქმით, თეატრს რეფორმა და დაფინანსების ახალი სისტემა სჭირდება. 

„მქონდა რამდენიმე თეატრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა, ეს ხდებოდა არა ამ ამბის გამო, არამედ დიდი ხნით ადრე და ჩვენ ვაპირებთ ამ თემაზე ვისაუბროთ, რათა საერთო კონსენსუსის საფუძველზე თეატრების დაფინანსების ახალი სისტემა შევთავაზოთ თეატრებს. თეატრის ხელმძღვანელებმა, მმართველებმა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეცათ საშუალება, ალტერნატიული დაფინანსების წყაროები მოიზიდონ. მესამე წელია, საქართველო გახდა პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ წევრი. ევროკავშირის პირველი და ერთადერთი არაწევრი ქვეყანა ვართ, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო და მესამე წელია, არც ერთ თეატრს, ერთი გამონაკლისის გარდა, არამც თუ დაფინანსება არ მიუღია, არც კი უცდია, რომ გარკვეულიყო ამ პროგრამის შესაძლებლობებში" - თქვა მინისტრმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^