Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა წერია NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიაში

13 აპრილი, 2017 13:48

საქართველოს მთავრობამ დღეს „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020“ დაამტკიცა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სტრატეგია წარმოადგენს ოთხ წელზე გათვლილ საჯარო დოკუმენტს, რომელიც ემსახურება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობას. ასევე, საქართველოს გაწევრიანების მიმართ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდას. სტრატეგია განსაზღვრავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე".

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშნელოვანი, მრავლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც სამოქალაქო სექტორთან ერთად, ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა. 

„იგი ითვალისწინებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ცნობიერების ამაღლების კუთხით ნაბიჯებს. ჩვენს პარტნიორებთან მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს არის კონცეპტუალური ჩარჩო-დოკუმენტი, რომელზეც შემდგომ უკვე აიგება სამოქმედო გეგმები მასში ჩართული უწყებების მიერ, რაც მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ჩვენს თანამოქალაქეებში, ისევე როგორც ანტიპროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად ძალიან სწორი, ჩამოყალიბებული სამთავრობო სტრატეგიის თვალსაზრისით, ცნობიერების ამაღლებას" - თქვა მინისტრმა. 

იხილეთ დოკუმენტი სრულად:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^