Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ იმუშავებს შეფასების და გადამისამართების კომისია - ნარკოპოლიტიკის პლატფორმის კონცეფცია

13 აპრილი, 2017 15:18

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ მომზადებული კონცეფციით, ქვეყანაში პოსტდეკრიმინალიზების პერიოდში შეფასებისა და გადამისამართების კომისიები უნდა შეიქმნას.

მათი მოდელის მიხედვით, აღნიშნულ კომისიებში მოქალაქეს პოლიციელი გადაამისამართებს იმ შემთხვევაში, თუ ის ნარკოტიკს მოიხმარს:

  1. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას;
  2. თუ თრობის მდგომარეობაში მართავს ტრანსპორტს;
  3. ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას მაღალი რისკის სიტუაციებში, ბავშვებთან, მოზარდებთან ურთიერთობისას და ა.შ.

პლატფორმის წევრის, „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, დავით ოთიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია 15 ასეთი კომისიის ამუშავებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

რას აკეთებენ კომისიები - „კომისია შედგება 3 სპეციალისტისგან - ექიმი, იურისტი, სოციალური მუშაკი.

„პოლიციელი ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანს ამისამართებს კომისიაში, სადაც ის 72 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს. იქ მოხდება მისი საჭიროებების, პრობლემების შეფასება - არის ეპიზოდური მომხმარებელი თუ პრობლემური, დამოკიდებულია თუ არა და ა.შ.  ასეთი შეფასების შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, საით გაუშვას ეს ადამიანი - სამკურნალო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, ზიანის შემცირების პროგრამაში, თუ მხოლოდ გაფრთხილება მისცეს... დიდი წილი რეკრეაციული მომხმარებლისა არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს და ამ შემთხვევაში კომისია შეიძლება შენიშვნით/გაფრთხილებით შემოიფარგლოს (პირველ შემთხვევაში). თუ ეს ადამიანი ისევ, განმეორებით გამოჩნდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და მოიხმარა, იქ შეიძლება სხვა ზომები გამოიყენონ - არის მთელი სპექტრი სანქციებისა, რისი გამოყენების შესაძლებლობაც ექნება კომისიას - დაწყებული უფლებების შეზღუდვით, მართვის მოწმობის ან იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით, პროფესიული საქმიანობის შეზღუდვით, დამთავრებული ფულადი ჯარიმით და ა.შ.“, - ამბობს ოთიაშვილი.

მისი თქმით, ერთი კომისიის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 55 000 ლარი იქნება და 15 კომისია 830 000 ლარამდე დაჯდება წელიწადში. კომისიებს 10 000-ზე  მეტი ადამიანის მიღება შეეძლებათ წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ახლებურად ყალიბდება იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზაც.

პლატფორმა მიიჩნევს, რომ იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები შეიძლება იყოს:

  • საჯარო სივრცეში/არასრულწლოვნის თანდასწრებით მოხმარება;
  • ინფორმაცია, რომ სატრანსპორტო საშუალებას პირი მართავს ნარკოლოგიური თრობის ქვეშ;
  • ინფორმაცია, რომ პირი მომეტებული რისკის შემცველ მოქმედებას/პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს თრობის ქვეშ.

„სწრაფი ურინოტესტირებით დადებითი პასუხის შემთხვევაში, საჭიროა ე.წ. კონფირმაციული ტესტირებით პასუხის დადასტურება და შესაბამისი ნარკოლოგის მიერ კლინიკური თრობის ქვეშ ყოფნაზე დასკვნის გაცემა. ტესტირებაში მონაწილეობაზე უარი მიიჩნევა დადასტურებულ ფაქტად, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ამ კონტექსტში შემდგომი რეფორმის მიმართულება უნდა იყოს ნარკოლოგიური დაწესებულებების შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადანაცვლება“, - აცხადებენ პლატფორმაში.

რას სთავაზობს პლატფორმა ხელისუფლებას ნარკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის - კონცეფცია

ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებისთვის - ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მომზადებული კანონპროექტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^