Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელჩი: თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები მყარ საძირკველზე დგას და ამას არაფერი შეცვლის

19 აპრილი, 2017 13:52

ჩვენ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ამას არაფერი შეცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განუცხადა. 

„სიტუაცია თურქეთში საკმაოდ მშვიდი და ნორმალურია. როგორც იცით, კვირას რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობის მაჩვენებელი ძალიან დიდი იყო. თურქი ხალხის 60%-ზე მეტმა მიიღო მასში მონაწილეობა. წინასწარი შედეგები უკვე გამოქვეყნებულია, ხოლო საბოლოო დაახლოებით ათ დღეში გამოცხადდება. იმ მონაცემებით რაც გვაქვს, ცხადია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. რა თქმა უნდა, არის საჩივრები, მაგრამ ეს ყველა არჩევნების შემდეგ ხდება. თუნდაც ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ვერ მოახდენს გავლენას რეფერენდუმის შედეგებზე. ამიტომაცაა, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი გამოვიდნენ და რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს. ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს თურქ პოლიტიკოსებს. პირველ რიგში, მიულოცეს რეფერენდუმის დემოკრატიულად ჩატარება და რა თქმა უნდა, რეფერენდუმის შედეგებიც“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე დამტკიცება მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს თურქეთის დემოკრატიისათვის.

„მოგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნება ამოქმედებული, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი 2019 წლიდან ამოქმედდება, როდესაც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ერთდროულად ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მანამდე კი თურქეთის პარლამენტი იმუშავებს ახალი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. თურქეთის დემოკრატიისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიის განმტკიცებას. რაც შეეხება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მყარ საძირკველზე დგას. ჩვენ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ამას არაფერი შეცვლის“, - აღნიშნა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^