Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

20 აპრილი, 2017 12:52

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს, პოლ რომერს შეხვდა. მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებსაც. დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან განათლების რეფორმაზე, გადახდისუნარიანობის კანონმდებლობის შემუშავებაზე, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც ისაუბრა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი საქართველოს მთავრობის რეფორმებით დაინტერესდა და გამოთქვა ინიციატივა, რომ პირადად მიიღოს მონაწილეობა მათი შემუშავების პროცესში. დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

„მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით“,- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^