Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

20 აპრილი, 2017 13:27

„ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს, - ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არასამართლიან საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს. მათი შეფასებით, პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ „ქართული ოცნების" პოზიციები და უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განსხვავებული პოზიციები. შავგულიძისა და ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატები" და „ევროპული საქართველო" შაბათს პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საკონსტიტუციო კომისია რამდენიმე დღის წინ დატოვეს პარტიებმა: „სახელმწიფო ხალხისთვის", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „პატრიოტთა ალიანსი" და „დემოკრატიული მოძრაობა".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^