Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: მდგომარეობა უცვლელია,გადარჩენილია 1 ადამიანი

20 აპრილი, 2017 14:33

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე დაკარგული ეკიპაჟის წევრების ძებნა დღეს დილიდან განახლდა. გადარჩენილია ეკიპაჟის ერთი წევრი.

2017 წლის 19 აპრილს, გამთენიისას, შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი, თურქული კომპანიის საკუთრებაში არსებული სატვირთო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.  ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა. სატვირთო გემს მარცვლეული გადაჰქონდა როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით.  

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს დამატებითი ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად. ბოლო ინფორმაციით, მდგომარეობა არ შეცვლილა, გადარჩენილია ეკიპაჟის 1 წევრი (უკრაინის მოქალაქე) და ამოყვანილია სამი დაღუპული მეზღვაური, რომელთა იდენტიფიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. გადარჩენილი მოტორისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან განახლდა“ -,ნათქვამია საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^