Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის ჩაწერა ადეკვატურ ნაბიჯად არ მიმაჩნია

20 აპრილი, 2017 14:43

კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩაწერა არ მიმაჩნია, რომ ადეკვატური ნაბიჯია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, სადაც ის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებს ხვდება.

„რაც შეეხება ევროატლანტიკურ კურსს, გულწრფელად გეტყვით, რომ მე როგორც ჩემი წინა პოლიტიკური ცხოვრებით, ასევე როგორც პრეზიდენტი, მუდმივად აქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაღრმავებასა და მისწრაფებაზე NATO-სკენ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ მიმაჩნია, რომ ადეკვატური ნაბიჯია. ქართველი ხალხის ნება ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციისთვის არის მთავარი გარანტი და არა ის ჩანაწერი. მით უმეტეს, ჩანაწერი, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩანაწერი კონკრეტულად რაღაც პოლიტიკური დისკუსიის თუ პოლიტიკური შეთანხმების შედეგია. კონსტიტუციაში პოლიტიკური მიმართულებები, ამა თუ იმ ალიანსში გაწევრება, ხომ შეიძლება, ჩაგვეწერა მაშინ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი უნდა ვიყოთ, გაეროს წევრი უნდა ვიყოთ, ევროკავშირის, NATO-ს წევრი უნდა ვიყოთ, ამის ჩაწერა გულწრფელად რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსის ძალიან ერთგული როგორც გამტარებელი, ისე იდეურად ამის მომხრე პოლიტიკოსი ვარ, არ მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციაში უნდა ეწეროს“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

შესაძლოა, კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩაიწეროს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^