Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკრებულომ შშმ პირებისთვის პარკირების ახალი რეგულაცია მიიღო

20 აპრილი, 2017 17:20

თბილისის საკრებულომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების ადგილების გამოსაყენებლად ახალი რეგულაცია მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) 2015 წლიდან აწარმოებდა საქმეს საკრებულოს წინააღმდეგ იმ რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით, რომელიც დისკრიმინაციულად ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლებას.  

ძველი რეგულაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სპეციალური პარკირების ადგილების გამოყენების უფლება არ ჰქონდათ, თუ ავტომანქანა მათ საკუთრებაში არ იყო. 2016 წლის 20 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საკრებულოს დაევალა, პარკირების რეგულაციების გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.  

"საკრებულომ 2016 წლის 27 დეკემბერს მიიღო სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების ახალი წესები, სადაც სრულად არის ასახული PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ყველა კომპონენტი", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ძველი რეგულაციით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ მათ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რაც სრულად ეწინააღმდეგებოდა სპეციალური პარკირების ადგილების არსებობის მიზანს, რომლის მთავარი დანიშნულებაც უნდა იყოს გარემოს მისაწვდომობის ეფექტური უზრუნველყოფა.

ახალი რეგულაციით სრულად გაუქმდა ძველი მიდგომა და სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამის უზრუნველსაყოფად კი გამოიყენება მოძრავი საცნობი ნიშანი. საცნობი ნიშანი გაიცემა არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, არამედ პირზე, რომელსაც სპეციალური პარკირების ადგილის გამოყენების საჭიროება აქვს. მოძრავი საცნობი ნიშანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია დაამაგროს ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ის მართავს ან/და გადაჰყავს.

ძველი რეგულაცია, რომელიც საცნობი ნიშნის გაცემას უკავშირებდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში ყოლას, გამორიცხავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის შესაძლებლობას.

ახალი რეგულაციით შემუშავდა საცნობი ნიშნის მიმღები პირების სხვადასხვა კატეგორია, რომელთა შორისაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები.

საცნობი ნიშნის მიღების ახალი რეგულაციები ძალაშია 2017 წლის პირველი იანვრიდან და გაიცემა უსასყიდლოდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^