Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ უნდა გვქონდეს

20 აპრილი, 2017 17:48

„ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ უნდა გვქონდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, „კონსტიტუცია ყველასია“ შეხვედრის ფარგლებში სტუდენტის მიერ ნარკოპოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თავისი ზრუნვით უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს მავნე ჩვევების დაძლევაში.

„საზოგადოება და სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდებული რაც შეიძლება მეტად ებრძოლოს ნებისმიერ ჯანმრთელობისთვის საშიშ ტენდენციას - იქნება ეს სიგარეტის მოწევა, რასთან მიმართებითაც პოზიტიური ნაბიჯები იდგმება კანონმდებლობის მხრივ, იქნება ალკოჰოლიზმი თუ ნარკომანია. ნებისმიერ ტენდენციასთან, რომელიც ჯანმრთელობას აზარალებს, გარკვეული შეწინააღმდეგების პოლიტიკას უნდა აყალიბებდეს სახელმწიფო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დასჯის, ციხეში ჩასმის, ამ ადამიანების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარების ფორმით.

როცა ვამბობთ, რომ ადამიანი თავისუფალია, უნდა ვაღიაროთ მისი უფლება, იყოს თავისუფალი, დაუშვას შეცდომები, მაგრამ ამავე დროს როგორც სახელმწიფო ადამიანს უნდა დავეხმაროთ ამ შეცდომების თუ მავნე ჩვევების დაძლევაში, მაგრამ დავეხმაროთ და არა დავაძალოთ. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ შენ შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. სახელმწიფოს ზრუნვა კი ნიშნავს იმას, რომ შეცდომების გამოსწორებაში საზოგადოება და სახელმწიფო გეხმარება. იქნება ეს სიგარეტისთვის თუ ალკოჰოლითვის თავის დანებება, ნარკოტიკის გადაგდება. ამაში უნდა ვეხმარებოდეთ და არა - ვსჯიდეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

რამდენი პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^