Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება

21 აპრილი, 2017 12:41

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პარალელურად სასტუმრო მერიოტთან ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (CEU) მხარდამჭერი აქცია იმართება.

"CEU ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია, მისი ღირებულებებით, აკადემიური პრინციპებით, ის სამარცხვინო პოლიტიკა, რომელსაც ვიქტორ ორბანი ატარებს, ჩვენთვის მიუღებელია, ეს არის ფაშისტური და ანტიდემოკრატიული მიდგომა". - აცხადებენ აქციაზე.

პარალელურად იმართება კონტრაქციაც, რომელიც უნგრეთის პრემიერს და მის პოლიტიკას უჭერს მხარს:

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რეალურად  CEU-ს შეეხება და, ფაქტობრივად, ართმევს უნგრეთის ტერიტორიაზე უმაღლესი განათლებისა და დიპლომის გაცემის უფლებას. 

უნგრეთის პარლამენტმა დაჩქარებული წესით კანონი 4 აპრილს მიიღო, რითაც ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) ბუდაპეშტში საქმიანობა შეეზღუდება. Reuters-ის ინფორმაციით აღნიშნული კანონი მიიღეს 123 ხმით 38-ის წინააღმდეგ. საკანონმდებლო წინადადების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. 

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს ჯორჯ სოროსმა დააარსა და მის დაფინანსებას დღესაც განაგრძობს. 

BBC-ის ცნობით, სოროსის მიზანი ღია საზოგადოებისა და დემოკრატიის პოპულარიზაცია იყო, თუმცა იგი ქვეყნის პრემიერის, ვიქტორ ორბანის სამიზნედ იქცა ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში. 

უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ CEU და სხვა უნივერსიტეტები, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ, კანონის ფარგლებს სცდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

კანდელაკი: პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყა ...

„პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყავს კრემლის ექსტრემისტული ძალები პარლამენტში" - ამის შესახებ „ევროპული საქ ...
27 მაისი
27 მაისი

იზორია წვევამდელთა სისტემაზე: პროფესიული ...

თუკი ერთი წვევამდელის უზრუნველყოფა სახელმწიფოს 9000 ლარი უჯდება, პროფესიული არმიის წარმომადგენლის უზრუნველყოფა 3-ჯერ მეტ ...
27 მაისი
27 მაისი

იზორია: უნდა მივუახლოვდეთ NATO-ს სტანდარ ...

კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი აღჭრვულობაზე იყოს მიმართული - ამის შესახებ NATO-ს საპარლა ...
^