Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქარტია: ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია

21 აპრილი, 2017 12:47

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც  „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

ქარტიას განცხადებით მიმართა „თანასწორობის მოძრაობამ“. სადავო გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერ ადამიანებს მიეძღვნა. განმცხადებელი  მიიჩნევდა, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვანმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

კანდელაკი: პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყა ...

„პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყავს კრემლის ექსტრემისტული ძალები პარლამენტში" - ამის შესახებ „ევროპული საქ ...
27 მაისი
27 მაისი

იზორია წვევამდელთა სისტემაზე: პროფესიული ...

თუკი ერთი წვევამდელის უზრუნველყოფა სახელმწიფოს 9000 ლარი უჯდება, პროფესიული არმიის წარმომადგენლის უზრუნველყოფა 3-ჯერ მეტ ...
27 მაისი
27 მაისი

იზორია: უნდა მივუახლოვდეთ NATO-ს სტანდარ ...

კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი აღჭრვულობაზე იყოს მიმართული - ამის შესახებ NATO-ს საპარლა ...
^