Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორბანი: გვაქვს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა,მაგრამ სავაჭრო ურთიერთობა არ არის მაღალ დონეზე

21 აპრილი, 2017 13:35

უნგრეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრებმა მედიასთან შეხვედრსას ორ ქვეყანას შორის სამომავლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა მაღალ დონეზეა, ეს მაინც არ აისახება ეკონომიკურ მხარეზე.  კვირიკაშვილმა  მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისთვის.

„განსაკუთრებით მადლიერება მინდა გამოვთქვა საგანმანათლებლო გაცვლითი პორგრამებით, რომლითაც ქართველ სტუდენეტებს უნგრულ უნივერსიტეტეტბში ხარსიხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.  ორმაგად სასიხარულოა რომ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან 50-ის ნაცვლად უკვე 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს სტიპენდიების აღებას“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.  

უნგრეთისს პრემიერ-მოინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, დღევანდელი ბიზნესფორუმის მიზანი სავაჭრო ურთიერთობების  გაღრმავება და საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციაში მონაწილეობის მიღებაა.

„ორივე ქვეყანას გაგვაჩნია შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა, თუმცა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა არ არის ისეთ მაღალ დონეზე და ამით ვერ ვიამაყებთ. ამიტომ, ჩვენი ვიზიტის მიზანია, გამოვხატო მზადყოფნა, რომ გავზარდოთ საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობები და გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია ორივე ქვეყანას. ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, როცა უნდა გამოვიყენოთ ყველა ეკონომიკური შესაძლებლობა, რათა შევქმნათ კარგი პოლიტიკური ურთიერთობა და ამაზე დაყრდნობით შესანიშნავი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები“-განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, 90 მილიონიანი ფინანსური ინვესტიცა ხორციელდება საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^