Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონსტიტუციაში ინტერნეტზე წვდომის უფლება გაჩნდება

21 აპრილი, 2017 15:09

კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, მე-15 მუხლში, რომელიც აზრის, ინფორმაციის და მასობრივი ინფორმაციის თავისუფლებებს მოიცავს, ცვლილებები შევა. ამ მუხლს ემატება ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ინტერნეტზე წვდომის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება. 

მუხლი 15 (აზრის, ინფორმაციის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებები)

1. აზრის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.

4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება.

5. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას დაუბალანსებელი პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან.

საკონსტიტუციო კომისია უკვე რამდენიმე თვეა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობს. კომისიის შემაჯამებელი სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აგვისტო
18 აგვისტო

გიორგი სიგუა: საგამოძიებო სამსახურში ფეს ...

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვიდან შესვენებაზე გამოვიდა. ...
18 აგვისტო
18 აგვისტო

სემეკის სხდომათა დარბაზში „ლეიბორისტული ...

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა ხმაურის გამო შეჩერდა. სხდომათა დარბაზში & ...
18 აგვისტო
18 აგვისტო

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფი ...

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. მისი თქმით, ...
^