Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირებისთვის განკუთვნილი 37 500-ლარიანი ლიფტი დღემდე არ ამუშავებულა

21 აპრილი, 2017 15:48

„ფლანგვის დეტექტორის" მიერ  გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს, თბილისის მერიამ 37 500 ლარი გადაიხადა ვაკის პარკთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ლიფტის დამონტაჟებაში, რომელიც ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა. 

„ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 23 დეკმებერს, ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაციის მიზნით, თბილისის მერიამ შპს „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია დავითს" 614 211 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. თანხის სრულად ათვისების მიუხედავად, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ვერტიკალური ლიფტი სრულფსოვნად არ დაუმონტაჟებიათ და ამ დრომდე გამოუსადეგარია.

„ვაკის პარკის შესასვლელის რეაბილიტაციის ღირებულებიდან - 614 211 ლარიდან მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯა ვაკის პარკის მხარეს მოწყობილ პანდუსებშიც. თუმცა, ის გამოუსადეგარი რჩება, რადგან მიწისქვეშა გადასასვლელის მეორე მხარეს ასვლა/ჩასვლა შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოს მიუხედავად, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა 2015 წლის 21 იანვრისთვის, სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, " - ამბობენ ორგანიზაციაში. 

შპს თბილსერვის ჯგუფის პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ პირებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებული ყველა ლიფტი მუშაობს, მათ შორის, ვაკის პარკთან არსებულიც. პრესსამსახურის განმარტებით, ლიფტებს ხშირად აზიანებენ, „თბილსერვის ჯგუფს" კი დაქირავებული ჰყავს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია, შშმ პირებისთვის განკუთვნილი გადაადგილების საშუალებები დაუყოვნებლივ შეაკეთოს: „ბოლოს, ორი კვირის წინ შეკეთდა ლიფტები. დღესაც გადავამოწმეთ და კონკრეტულად ვაკის პარკთან არსებული ლიფტი ნამდვილად მუშაობს", - აცხადებენ კომპანიაში. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^