Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარიხუანაზე პროექტი სესიაზე არ განიხილეს - მდინარაძის თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა

21 აპრილი, 2017 16:42

მარიხუანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე არ გაიმართა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხს პლენარულ სესიაზე მას შემდეგ გაიტანენ, როცა კონსენსუსს მიაღწევენ.

„არასოდეს დამიმალავს ის, რაც სინამდვილეში ხდება. საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საერთო წესზე ვთანხმდებით, რომ ნარკოპოლიტიკა ლიბერალური უნდა იყოს. მომხმარებლების მიმართ რამდენადაც ლიბერალურები უნდა ვიყოთ, იმდენად მკაცრები უნდა ვიყოთ გამსაღებლების მიმართ. კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი დაადგინა და მთავრობამ ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაფართოებული მიდგომა შემოგვთავაზა, ვცდილობთ, რომ საერთო კონსენსუსი ჩამოყალიბდეს და საკითხი სესიაზე ასე გავიტანოთ. ამიტომ გადაიდო. ვფიქრობთ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

-

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილება რამდენიმე კანონში შედის:

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლით ყველა სხვა სახის ნარკოტიკის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებულია 500-ლარიანი ჯარიმა ან გამონაკლის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანაფსა და მარიხუანასთან დაკავშირებული ცვლილებები არ გაავრცელა კანაფის სხვა პროდუქტებზე, როგორიცაა: კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულ ცვლილებებს, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-დან 160 საათამდე ვადით. 

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, პროექტში აღნიშნულია, რომ ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტით კი, როგორც აღვნიშნეთ, ჯარიმა 300 ლარია გათვალისწინებული, შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა იყოს 900 ლარზე ნაკლები.

ასევე, მცენარე კანაფის და  მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე ვადით. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები).

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

აღნიშნული ქმედების (მცენარე კანაფის და  მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე ვადით.

კულტივირება

კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი  მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან  220 საათამდე.

დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, იგივე ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე.

სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შენარჩუნებულია, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დიდი ოდენობით და დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე იქნება.

„თეთრი ხმაური": სამინისტროს პროექტი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებასაც კი არ ახდენს

„გირჩი": მარიხუანაზე სამინისტროს კანონპროექტი თვალებში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობაა

300-ლარიანი ჯარიმა და გამასწორებელი სამუშაო მარიხუანის მოწევისთვის - სამინისტროს პროექტი

მთავრობის კანონპროექტით, კანაფის მცირე ოდენობით მოყვანაზე პატიმრობა უქმდება

მთავრობის ინიცირებულ მარიხუანის კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^