Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მართვის 100-ქულიანი სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა

21 აპრილი, 2017 17:12

საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს და მას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესის შემოღებას ითვალისწინებს.

თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელსაც მართვის მოწმობის მფლობელი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ჩაიდენს, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას.

კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.

აღნიშნული ვადის გასვლამდე პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორედაც ამოეწურა მინიჭებული ქულები, მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.

კანონპროექტი ძალაში 1 ივლისიდან შევა.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 ივნისი
27 ივნისი

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მა ...

ე.წ. მატროსოვის ციხეში ამ წუთებში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე სასულიერო პირები, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული ...
27 ივნისი
27 ივნისი

მთავარი პროკურორი: შოთა პაკელიანის დაზარ ...

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება. თუ შოთა პაკე ...
27 ივნისი
27 ივნისი

ირაკლი შოთაძე: მამალაძემ საქართველო დატო ...

ე.წ. ციანიდის საქმეში მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა და მთავარი პროკურატურა ამის შესახებ საქმის კურს ...
^