Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმა მოხდა

21 აპრილი, 2017 19:23

გუშინ თბილისში ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიურ ნიადაგზე ლგბტ აქტივისტს თავს დაესხნენ:

„გუშინ 22:50 წუთზე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან თავს დამესხა ოთხი მამაკაცი. მანამდე არ ყოფილა სიტყვიერი შელაპარაკება, ან რამე მსგავსი. ზურგიდან მომეპარნენ.  როცა გაქცევა დავაპირე, ძირს დაგდებული ჩანთისთვისაც არ მოუკიდიათ ხელი. ძირითადად, მირტყამდნენ თავის არეში. ირგვლივ არ იყო ხალხი. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. სავარაუდოდ, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ. მათ ეკეთათ ნიღბები და ეცვათ ქურთუკები ნაციონალისტური ნიშნებით,“ - განაცხადა აქტივისტმა.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ლგბტ აქტივისტის უფლებებს  EMC დაიცავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^