Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველს კონსტიტუციის პროექტზე შენიშვნები აქვს

21 აპრილი, 2017 18:10

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს ეხმიანება. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს ინტერნეტთავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული დებულებების კონსტიტუციაში განსაზღვრის ფაქტს, რაც წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას. თუმცა, ამავე დროს გამოთქვამს წუხილს, რომ კომისიამ სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება არ გაიზიარა.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, პროექტში არ ასახულა შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის საკითხი;  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების მიზანშეწონილობა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით: "აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელთა გასაჩივრების ვადა გასულია."

სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის დაუშვებლობის თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, ხოლო იქ სადაც ხელმეორედ არჩევა შეზღუდულია, სახალხო დამცველი აირჩევა 5 წელზე მეტი ვადით.

"ამასთან, გაუგებარია მსგავსი შეზღუდვის მიზანშეწონილობა, მაშინ როცა სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციონირების 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი ერთი და იმავე პირს მეორედ დაეკავებინოს ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არ გამოთქმულა საფუძვლიანი არგუმენტი, რომელიც გაამყარებდა ამ შეზღუდვის კონსტიტუციით განსაზღვრის აუცილებლობას".

სახალხო დამცველის თქმით,  ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს კომისიის მუშაობის ფორსირებული რეჟიმიც, რომელიც არ იძლევა პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მოსაზრებების წარდგენისა და პოზიციის დაფიქსირებისათვის ადეკვატური დრო და შესაძლებლობა.  ამასთან, ბუნდოვანია თავად გადაწყვეტილების მიღების წესიც, არსებული შეთანხმების მიხედვით, გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო კონსენსუსის საფუძველზე, თუმცა კომისიის მუშაობის შედეგად კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში აღმოჩნდა ისეთი დებულებები, რომელთა მიმართაც სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კონსენსუსი არ შემდგარა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ასახოს ისინი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარ ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აირჩიეს. მოსამართლეებმა მხარი გიორგი მიქაუტაძის კ ...
24 ივნისი
24 ივნისი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი მოსა ...

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ოთხი  მოსამართლე წევრი აირჩიეს. ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ ...
24 ივნისი
24 ივნისი

LIVE: შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! ...

შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! - შშმ პირები აქციას მართავენ. აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ა ...
^