Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმალაძე: სავარაუდოდ, შეიქმნება სახელმწიფო კომპანია, რომელიც ხუდონჰესს ააშენებს

21 აპრილი, 2017 18:52

როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, სახელმწიფო ხუდონჰესთან დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ „პროექტი სახელმწიფომ წაიღოს“.

კალაძე ამბობს, რომ „ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ის მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით".

„ლიბერალთან“ საუბრისას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რომ „უფრო კომფორტული იქნება, თუ სახელმწიფო განახორციელებს ამ პროქტს. საზოგადოებასაც მეტი ნდობა და ხელმისაწვდომობა ექნება პროექტის სხვადასხვა დეტალზე“.

„ვერ ვიტყოდი, რომ კომპანიას პროექტი აღარ აინტერესებს; ვერც იმას ვიტყვით, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. პროექტის გადმობარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გრძელდება და იმედი გვაქვს, პოზიტიურად დასრულდება. კომპანიას პროექტი აინტერესებს თუ არ აინტერესებს, ამას იმით ნუ დაასკვნით, რომ სახელმწიფოსთვის გადაცემაზე თანხმობას აცხადებს. კომპანია ჩვენს პოციზიასა და მოსაზრებებს გაგებით მოეკიდა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ორივე მხარისთვის ხელსაყრელი პირობებით გადმოგვეცეს. ამასთან მიმართებით კომპანიასაც აქვს გარკვეული დაინტერესება“, - ამბობს ხმალაძე.

რაც შეეხება პროექტის სახელმწიფოს მიერ შესრულებას, ხმალაძე ამბობს, რომ ამისათვის, სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანია შეიქმნება.

„ჩვენ ამის პრაქტიკა გვაქვს. გარდაბანში თბოსადგური სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით ავაშენეთ და ასეთი მოდელით განხორციელედება ხუდონჰესის მშენებლობა“, - ამბობს ხმალაძე.

მირცხულავა: დღესდღეობით ხუდონჰესის პროექტი გაჩერებულია, წელს მისი განხორციელება არ დაიწყება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

GEM Fest-ზე დასაქმებულები ანაზღაურების ...

Gem Fest-ზე დასაქმებული პირები კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლომდე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ,  ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ფონიჭალაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 ...

ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა; შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.&nbs ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ბათუმში ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამი ...

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი სახლი დაინგრა და ორსაც ცე ...
^