Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუნდაძე: საზოგადოებას მოვუწოდებ - დათესონ სიკეთე, ვიდრე მარიხუანა

24 აპრილი, 2017 13:25

„საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ დათესონ სიკეთე, ვიდრე მარიხუანა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობისა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

ის ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, „ვინც ამაში აქტიურად მონაწილეობდა, ამ ტიპის პოპულარიზაციას თავი დაანებონ", რადგან მისი თქმით, ეს საფრთხის შემცველია.

„ლიბერალთან“ საუბრისას ხუნდაძე იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტზე ამბობს, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტს ჯანდაცვის კომიტეტში დაბალი მხარდაჭერა ჰქონდა, „რაც სრულიად გასაგებია, იმიტომ, რომ ეს ეხება ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და არამხოლოდ მათ ჯანმრთელობასა და მომავალს".

ხუნდაძეს შენიშვნები კანონპროექტში მარიხუანის ოდენობების განსაზღვრასა და კულტივირებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე აქვს.

„მარიხუანის პოპულარიზაცია ხდება ამ ბოლო პერიოდში და ამაში მონაწილეობენ ცნობადი სახეები, რაც კიდევ უფრო მეტ საშიშროებას ქმნის, რომ ახალგაზრდებისთვის ამან მიბაძვითი ეფექტი გამოიღოს. მარიხუანა ვერ იქნება უსაფრთხო, რამეთუ ის არის ჰალუცინოგენების ჯგუფში შემავალი. მისი მოქმედი ნივთიერება - THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) არის ნარკოტიკული თრობის გამომწვევი ნივთიერება და მისი შემცველება მარიხუანაში შეიძლება იყოს სხვადასხვა. საკანონმდებლო ინიციატივით კი, მარიხუანის ოდენობები მხოლოდ წონით არის განსაზღვრული, რაც მიუღებელია", - ამბობს ხუნდაძე.

უმრავლესობის წევრისთვის ასევე მიუღებელია პროექტით გათვალისწინებული კულტივირებასთან დაკავშირებული ნორმები.

„საკონსტიტუციო სასამართლოს კულტივირებაზე არაფერი უთქვამს, ამიტომ ჩვენ არ უნდა გავასწროთ, რომ  გავცდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მივიდეთ საზოგადოებრივ საშიშროებამდე“, - ამბობს ხუნდაძე.

ხუნდაძე აღნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ, „მაგრამ სამართლებრივი ნორმები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ხელი კი არ შეუწყოს მის გავრცელებასა და მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას, არამედ პირიქით, უნდა შემცირდეს მოხმარება“.

რაც შეეხება მარიხუანის მოხმარებისთვის 300-ლარიანი ჯარიმის დაწესებას, ხუნდაძე ამბობს, რომ აღნიშნული ჯარიმის ოდენობა მისთვის პარადოქსულია, რადგან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით საჯარიმო სანქცია ფიზიკურ პირზე 500 ლარია გათვალისწინებული, ხოლო „მარიხუანის მოხმარებისთვის 300-ლარიანი ჯარიმა წესდება“.

მარიხუანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტის გასულ სესიაზე არ გაიმართა. კანონპროექტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში იყო შეტანილი, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და როდესაც კონსენსუსს მიაღწევენ, საკითხი სესიაზე მას შემდეგ გავა.

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

300-ლარიანი ჯარიმა და გამასწორებელი სამუშაო მარიხუანის მოწევისთვის - სამინისტროს პროექტი

მთავრობის კანონპროექტით, კანაფის მცირე ოდენობით მოყვანაზე პატიმრობა უქმდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^