Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს

24 აპრილი, 2017 13:29

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს. 

„ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რისი კიდევ ერთი გამოვლინებაც არის ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით. აშკარაა, რომ რეჟიმი რეპრესიების ახალი ტალღით ცდილობს თავისი უმძიმესი დანაშაულების გადაფარვას.

ირაკლი ჩხვირკია პარტიული განაწესის დარღვევის გამო აღარ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა ერთია პარტიული დისციპლინის დარღვევა და მეორე - სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, რაშიც მას ივანიშვილის პროკურატურა ბრალს სდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირველივე დღიდან ცდილობდნენ ამ მოვლენების პოლიტიზებას და მათ გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ.

ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკვეს. 

ისინი დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^