Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამცხე-ჯავახეთში ორ მეჩეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24 აპრილი, 2017 16:38

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ორ მეჩეთს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. როგორც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ „ლიბერალთან“ საუბარში განაცხადა პროექტზე მუშაობა დაწყებულია და მისი დასრულების შემდეგ დაიწყება მეჩეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები.  

„ჩვენ დავიწყეთ უმცირესობასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი. 2015 წელს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ კვირიკეს ჯამეს. ახლა დაიწყო მომზადება სოფელ ოთასა და საყუნეთის მეჩეთების რეაბილიტაციის პროექტების.  როცა პროექტები მზად იქნება, დაიწყება საერაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა. 

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ მეჩეთებში არსებული  დაზიანებების აღმოფხვრა შესაძლებელია. 

 „შევარჩიეთ სოფელ საყუნეთისა და ოთის მეჩეთები, რადგან მათი დაზიანებები გამოსწორებას ექვემდებარება. ცოტა ხანში შესაძლოა, უფრო შეუქცევადი პროცესი მიიღოს და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც ზოგიერთი სხვა მეჩეთია. ამის პარალელურად ვაგრძელებთ იმ მეჩეთების შერჩევას, რომლებიც სერიოზულ ჩარევებს საჭიროებს“ - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

სამცხე-ჯავახეთში ათეულობით მეჩეთია, რომელიც დღეს, ძირითადად, სამეურნეო დანიშნულების შენობებად გამოიყენება. 2012 წელს 19 მეჩეთს მიენიჭა ძეგლის სტატუსი. 

სამცხე-ჯავახეთის უჩინარი მეჩეთები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^