Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა უნდა გაითვალისწინოს საჯარო დაწესებულებამ ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში სამუშაოდ

24 აპრილი, 2017 15:41

მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მიიღო. დადგენილება მთავრობამ 21 აპრილს მიიღო, საკანონმდებლო მაცნეში კი დღეს გამოქვეყნდა. 

დადგენილების თანახმად,  საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა კი წარმოადგენს უკიდურეს ზომას და როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აუცილებლობის არსებობის გარეშე დაუშვებელია.

დოკუმენტში გაწერილია ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში  მოხელის სამუშაოდ გადაყვანის წესი.

უფრო კონკრეტულად კი,  ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ მოხელის წერილობითი თანხმობით.

დადგენილების თანახმად, აღნიშნულ შემთხევაში მოხელეს უნდა მიეცეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და ფაქტორების შესახებ. ასევე დაუშვებელია, მოხელის გადაყვანა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური მოსამზადებელი კურსის გატარების გარეშე.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, შესაძლებელია საჯარო დაწესებულებამ განისაზღვროს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი პირი. მისი უფლებამოსილება კი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^