Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო: რელიგიური ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მოთხოვნა კანონსაწინააღმდეგო არ არის

24 აპრილი, 2017 18:21

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიას ოფიციალური წერილით მიმართა და სასულიერო პირების შესახებ ინფორმაცია სთხოვა.  


წერილის შესახებ ინფორმაციამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბაპტისტურ- ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ გაავრცელა. 
სააგენტოში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ მსგავსი წერილი საქართველოში მოქმედმა ყველა რელიგიურმა ორგანიზაციამ მიიღო. ინფორმაცია სააგენტოს რელიგიური რუქის შესაქმნელად სჭირდება, რომლის პრეზენტაციაც მაისშია დაგეგმილი. მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რელიგიური ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვის კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხები სააგენტოს იურისტთან გაიარა და მისი შეფასებით მსგავსი წერილების დაგზავნა კანონსაწინააღმდეგო არა და რელიგიური ორგანიზაციების გადასაწყვეტია მიაწოდებენ თუ არა მოთხოვნილ ინფორმაციას ისინი რელიგიის სააგენტოს. 

„ეს არის წერილები რომელიც გაეგზავნა ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, ნებაყოფლობითია ინფორმაციის მოწოდება, საიტისთვის არის. იდენტიფიკაციისთვის გვჭირდებოდა ეს მონაცემები და რელიგიური რუკის პრეზენტაცია იქნება მაისის თვეში.“ - განუცხადეს „ლიბერალს“ სააგენტოში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^