Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ფოსტა დაკარგულ საახალწლო საჩუქრებზე: ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია

24 აპრილი, 2017 19:05

საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საახალწლო კამპანიის „საიდუმლო სანტას” (Secret Santa) მიმდინარეობისას დაიკარგა რამდენიმე გზავნილი, რის გამოც, ვითარების გამოსავლენად საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცავები.

„ძვირფასო მომხმარებლებო, საახალწლო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა უსიამოვნო შემთხვევა - სამწუხაროდ, ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია. დაიკარგა რამდენიმე გზავნილი და ვითარების გამოსავლენად საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცავები. ამის გამო, რამდენიმე შესაძლო დაზარალებულს უკავშირდებიან, რათა დადგინდეს დაკარგული გზავნილების შესახებ დეტალები. მადლიერი დაგრჩებით, თუ შეძლებთ, რომ ცოტაოდენი დრო დაუთმოთ სამართალდამცველებს, რითაც საქმის სწრაფად დასრულებაში დაეხმარებით“,- ნათქვამია საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„საიდუმლო სანტა” (Secret Santa) საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი პროექტია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^