Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და უფუნქციო მთავარსარდალს

25 აპრილი, 2017 14:40

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ ცვლილელებს აფასებს. მისი განცხადებით,  ცვლილებების შედეგად „ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს“  
პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს ეკა მიშველაძემ გააცნო.
„ახალი კონსტიტუციით არ არის უზრუნველყოფილი ორპალატიანი პარლამენტის შემოღებაც, რაც ასევე წარმოადგენს საპარალამენტო რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს. გარდა ამისა, წარმოდგენილ პროექტში უგულებელყოფილია ამომრჩევლის უფლება - ხალხისთვის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის ნების წართმევით. თუმცა კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რაც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის შედეგად, უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავადცვისუნარიანობაზე. ქვეყანაში, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დგას ურთულესი რეგიონული გამოწვევების წინაშე, აღარ არსებობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის შექმნილი კონსტიტუციური ორგანო - უშიშროების საბჭო. შესაბამისად, ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს“, -  აცხადებს გიორგი მარგველაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^