Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერიის ინფორმაციით, თბილისში 32 საზოგადოებრივი ტუალეტი მოეწყობა

26 აპრილი, 2017 13:06

თბილისის მერიის ინფორმაციით, სსიპ ქონების მართვის სააგენტო საზოგადოებრივი  საპირფარეშოების მოწყობისთვის აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. მიწის ნაკვეთები 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა. 

აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი  საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობით, ასევე ფართით. საინფორმაციო წარწერებზე კი გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი.

"საზოგადოებრივი საპირფარეშო  უნდა იყოს მსუბუქი ნაგებობა - საძირკვლის გარეშე, ლითონის კარკასზე აწყობილი, თანამედროვე, გარე და შიდა  მოხმარებისთვის ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული.  თითოეული მათგანის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მ2-ს. კონსტრუქცია, ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, რომელიც სპეციალური, ანტიბაქტერიული მასალით იქნება დამზადებული"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

აუქციონში გამარჯვებული  ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე, ასევე, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით.

საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“). 

მერია საზოგადოებრივი ტუალეტებისთვის განსაზღვრული ადგილების ჩამონათვალსაც აქვეყნებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^