Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი სესიაშვილმა ენმ-ს წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

27 აპრილი, 2017 12:44

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და პროკურატურისგან სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

დეპუტატის განმარტებით, საქმეში არსებულ ავტომანქანას შვილის უახლოესი მეგობარი მართავდა, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ ავტომობილზე სხვა უამრავ ანაბეჭდთან ერთად მისი შვილის ანაბეჭდიც იყოს, თუმცა დანაშაულთან მის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

„ცილისწამება არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სტრატეგია, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი შეეხნენ ჩემს ოჯხას, ამიტომ მოვედი დღეს პროკურატურაში და სამართლებრივ რეაგირებას ველი”, - განაცხადა სესიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის ანაბეჭდები ორი წლის წინ მომხდარი ქურდობის საქმეში ფიგურირებს. როგორც პარტიაში ამბობენ, ამის შესახებ სესიაშვილის სუს-ში დასაქმების შემდეგ, პირადი ინფორმაციის გადამოწმებისას გახდა ცნობილი. საქმის გამოძიებას კი ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირები აფარებენ ხელს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^