Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე: დაცვის სპეციალური პროგრამა შესთავაზეთ კორუმპირებულ სუს-ის უფროსის მოადგილეს

27 აპრილი, 2017 15:22

„ქრონიკა +-ის“ რედაქტორი, ელისო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურის დაცვის პროგრამაზე უარს აცხადებს. 

„არჩილ თალაკვაძეს ჩემთვის დაცვის სპეციალური პროგრამა მოუთხოვია, ნაცები პროვოკაციებს მოუწყობენ და ხელისუფლებას დაგვაბრალებენო!
განვმარტავ - უარს ვამბობ ხელისუფლების მხრიდან ყველა მსგავს შემოთავაზებაზე. არ მეშინია და არ ვსაჭიროებ არანაირ დაცვას.
დაცვის სპეციალური პროგრამა შესთავაზეთ კორუმპირებულ, მექრთამე სუს-ის უფროსის მოადგილეს - თქვენი ხელისუფლების სახეს იოსებ გოგაშვილს!!!!!“,  - წერს ელისო კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

როგორც დღეს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პროკურატურამ ელისო კილაძე დაცვის პროგრამაში უნდა ჩართოს. ის არ გამორიცხავს კილაძის მიმართ რაიმე პროვოკაციას, რასაც სუს-ისა და სუს-ის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ. 

„მესმის ელისო კილაძის, როგორც დედის წუხილი, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს, შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და მერე ეს გამოიყენონ სუს-ის და გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ ვფიქრობ, პროკურატურამ უნდა განიხილოს ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^